“დილას” მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ – ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, სახლში “ვირტუსის” 3:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე კომენტარი “დილას” მწვრთნელმა დიამანტას ვავალისმა გააკეთა:
“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ. თამაშს ხარისხობრივად თუ შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, ჩემს ფეხბურთელებს მეტი შეუძლიათ და ეს მათი მაქსიმუმი არ არის, მაგრამ შედეგი თამაშზე უფრო მნიშვნელოვანია. მართალია, ერთი შეცდომა დავუშვით, თუმცა ბიჭებმა იბრძოლეს და მატჩის შემოსატრიალებლად დიდი შრომა გასწიეს.
ხვალიდან მომდევნო მატჩისთვის ვიწყებთ მზადებას, რადგან წინ რთული თამაში გველის და წარმატებისთვის დიდი ძალისხმევის გაღება მოგვიწევს. მართალია, ამ მატში 3:1 ვიმარჯვეთ, თუმცა განმეორებითი მატჩი ჩვენთვის 0-0 დან უნდა დაიწყოს და ამ დაპირისპირებასაც ისეთვივე კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ, როგორც მატჩს უპირატესობის გარეშე. მინდა გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი ბოლო წუთამდე მხარს გვიჭერდნენდ, განსაკუთრებით მატჩის რთულ მონაკვეთებში”.
წყარო: Sportall.ge