მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 11:20
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება – გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 09:04 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:

30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი.
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ნისლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).