მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 12:57
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ტრამპი იმუქრება, რომ ირანს პირისაგან მიწისა აღგვის, თუ ისლამური რესპუბლიკა მის მკვლელობას შეეცდება

Prime Time July 11, 2026 9:16 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1 000 რაკეტა უკვე დამიზნებულია ირანზე და მზადაა გასაშვებად, თუ ისლამური რესპუბლიკა მას მოკლავს ან მის მკვლელობის მცდელობას შეეცდება.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ-ის შეიარაღებული ძალები მზად არის და სრული შესაძლებლობა აქვს, ერთი წლის განმავლობაში ან უფრო მეტ დროში ირანის ნებისმიერი ტერიტორია მთლიანად გაანადგუროს.

„1 000 რაკეტა უკვე დამიზნებულია ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე და მზად არის გასაშვებად. თუ ირანის ხელისუფლება შეეცდება მსოფლიოს არაერთ კუთხეში გაჟღერებული მუქარის განხორციელებას – აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ამ შემთხვევაში კი ჩემ, მკვლელობას ან მკვლელობის მცდელობას – მათ დაუყოვნებლივ კიდევ ათასობით რაკეტა მოჰყვება. შესაბამისი ბრძანებები უკვე გაცემულია, ხოლო აშშ-ის შეიარაღებული ძალები მზად არის და სრული შესაძლებლობა აქვს, ერთი წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში კი ამ ვადის გაგრძელებით, ირანის ნებისმიერი ტერიტორია მთლიანად გაანადგუროს და მიწასთან გაასწოროს. დიდება ალაჰს!“, – დაწერა ტრამპმა.