მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 16:48
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს – ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 14:39 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა  2 დღის წინ მოხდა. მომხდარ ფაქტს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაზარალებულს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

დაშავებული არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.