მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 21:50
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას ოთხი ადამიანი დაიღუპა

Ambebi.ge 30 ივლისი, 2026 · 20:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საფრანგეთის სანაპირო დაცვის ცნობით, ხუთშაბათს დილით, დიუნკერკის სანაპიროსთან, ნავში სამი გარდაცვლილი ქალი იპოვეს. გარდა ამისა, დანესის სანაპიროსთან მომხდარი კიდევ ერთ ინციდენტს, რომელიც გასაბერი ნავის დაზიანებით იყო გამოწვეული, ერთი მამაკაცი ემსხვერპლა.

მცირე ზომის ნავებით დიდ ბრიტანეთში გადასვლის მცდელობისას გამოწვეული ტრაგედია, წელს ლა – მანშის სრუტის უკანონო გადაკვეთის ყველაზე აქტიურ პერიოდს დაემთხვა.

ქალების ნავი დილის დაახლოებით 6 საათზე შეამჩნიეს. საფრანგეთის სამაშველო სამსახურების, პოლიციისა და მედიკოსების ჩართულობით, ისინი ნაპირზე გადმოიყვანეს, თუმცა საგანგებო სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გასული ოთხშაბათი, წელს სრუტის გადაკვეთის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე იყო ცხელი, მზიანი ამინდისა და მშვიდი ზღვის პირობებში სრუტე დაახლოებით 700-მა ადამიანმა გადაკვეთა.

ამ კვირაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ფრანგი პოლიციელები ამბობენ, რომ მათ ბრძანება აქვთ მიღებული, არ შეაჩერონ ადამიანები, რომლებიც ნავებში სხდებიან და დიდი ბრიტანეთისკენ მიემართებიან.

გასულ კვირას 165 კაცით დატვირთულმა დიდმა გასაბერმა ნავმა ლა-მანში გადაკვეთა, რაც ერთ მცირე ნავზე მიგრანტების რაოდენობის ახალი რეკორდია.

ეს ტენდენცია იმის ნათელი დემონსტრირებაა თუ როგორ ცდილობენ კრიმინალური დაჯგუფებები მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით თითოეულ ნავში რაც შეიძლება მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩასვან. ეს კი საგრძნობლად ზრდის დახრჩობისა და ჭყლეტაში დაღუპვის რისკებს.

წყარო