პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს, რომელიც ერთ პირს მიჰყიდა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) და მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულისთვის) წარედგინა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.