მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 18:51
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

პირს, რომელიც „ტელეგრამში“ სხვადასხვა პირისგან არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას იღებდა და „ტელეგრამის“ ჯგუფის წევრებს უგზავნიდა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

IPN.ge July 11, 2026 4:27 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული „ტელეგრამში“ სხვადასხვა პირისგან არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას იღებდა, ინახავდა და გავრცელების მიზნით „ტელეგრამის“ ჯგუფის წევრებს უგზავნიდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ სხვადასხვა პირისგან არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას იღებდა, ინახავდა და გავრცელების მიზნით „ტელეგრამის“ ჯგუფის წევრებს უგზავნიდა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა და გავრცელება) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.