მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 17:51
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Prime Time July 11, 2026 3:09 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დოკუმენტს ხელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მოაწერეს.

ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი, KIU-ს სკოლებისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მემორანდუმი მიზნად ისახავს KIU-ს ფსიქოლოგიის და სოციალური მეცნიერებების სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და გრძელვადიანი სასწავლო პრაქტიკის შესაძლებლობების შექმნას.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებას, რაც უმაღლესი განათლების მიღების განუყოფელ, პრაქტიკულ კომპონენტს წარმოადგენს. ამასთანავე, პარტნიორობა მიზნად ისახავს სამინისტროს სისტემაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურებების მიმართულებით ადამიანური რესურსების განვითარებას.

თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ პროფესიული და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, რეალური გამოცდილების მიღებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას. ორმხრივი თანამშრომლობა, თავისი არსით, ორიენტირებულია სამინისტროს სისტემის შესაბამის საჭიროებებზე მორგებული სპეციალისტების მომზადებასა და სათანადო საკადრო რეზერვის ფორმირებაზე.