მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 02:28
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

საბერძნეთში ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

Prime Time 2 აგვისტო, 2026 · 23:40 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საბერძნეთში ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, დაღუპულია ორი ადამიანი.

შემთხვევა ათენის დასავლეთით, ფსათას რაიონში ტყის ხანძრის ქრობის ოპერაციისას მოხდა. გარდაცვლილები არიან ბერძენი კოორდინატორი და დანიელი მფრინავი, ხოლო ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟი – ბრიტანელი პილოტი და საბერძნეთის სახანძრო სამსახურის მეკავშირე გადარჩნენ.

ამ ზაფხულს საბერძნეთში ხანძრების შედეგად 100 000-ზე მეტი ჰექტარი დაიწვა.