მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 02:22
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

აგვისტოში მზის სრული დაბნელებაა… – რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 00:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი აგვისტოში მზის სრული დაბნელების შესახებ წერს.

„12 აგვისტოს სრული მზის დაბნელება და ახალმთვარეობა ლომის ნიშანში.  12 აგვისტოს, საქართველოს დროით 21:46 საათზე, ახალმთვარეობა და სრული მზის დაბნელება მოხდება ლომის ნიშნის 20°02′-ზე.ეს იქნება 1999 წლის შემდეგ პირველი სრული მზის დაბნელება, რომელიც კონტინენტური ევროპის ტერიტორიიდან გამოჩნდება. სრული ფაზა, რომელიც მაქსიმუმ 2 წუთსა და 18 წამს გაგრძელდება, გაივლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაიმირს, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეს, გრენლანდიას, ისლანდიას, ესპანეთის ჩრდილოეთს, პორტუგალიის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და ბალეარის კუნძულებს.  სწორედ იმ რეგიონებში, სადაც დაბნელება ხილული იქნება, მისი გავლენაც ყველაზე ძლიერი იქნება. 

12 აგვისტოს ღამით – პლანეტების დიდი აღლუმი.იმავე ღამეს ცაზე იშვიათი ასტრონომიული მოვლენა განვითარდება.ერთ სექტორში განლაგდებიან:  იუპიტერი;  მერკური;  მარსი;  ურანი;  სატურნი;  ნეპტუნი;ისინი აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის ჰორიზონტამდე ერთგვარ ჯაჭვს შექმნიან.  შეუიარაღებელი თვალით შესაძლებელი იქნება მარსისა და სატურნის დანახვა, ხოლო იუპიტერის, მერკურის, ურანისა და ნეპტუნის დასაკვირვებლად ბინოკლი ან ტელესკოპი დაგჭირდებათ. 

დაბნელებების დერეფანი ცვლილებების დრო  დაბნელებების დერეფანი იქმნება მაშინ, როდესაც მზისა და მთვარის დაბნელებები ერთმანეთის მიყოლებით ხდება.2026 წელს ის გაგრძელდება 12 აგვისტოდან 28 აგვისტომდე.ეს პერიოდი ხშირად გვაძლევს შესაძლებლობას:  დავასრულოთ ის, რასაც დიდი ხანია ვაჭიანურებთ;  შევცვალოთ ძველი, არაეფექტური ცხოვრებისეული სცენარები;  გავთავისუფლდეთ წარსულის ტვირთისგან;  გადავიდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე.ამ დღეებში მოვლენები ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ვითარდება. შემთხვევითი შეხვედრები ხშირად ბედისწერის მინიშნებად იქცევა, ძველი თემები კვლავ აქტიურდება, ხოლო მიღებულ გადაწყვეტილებებს ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ:  დაბნელებების დერეფანი სასჯელი არ არის. ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენი ემოციური და ინტუიციური მგრძნობელობა ძლიერდება. რაც უფრო მშვიდად შევხვდებით მოვლენებს, მით უფრო ადვილად გავარჩევთ ნამდვილ მინიშნებებს ემოციური ქაოსისგან. 

28 აგვისტოს ამ ციკლს მთვარის დაბნელება დაასრულებს.  რა არ არის რეკომენდებული 12 აგვისტოს, მზის დაბნელების დღესამ დღის მთავარი საფრთხე ემოციების გავლენით ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებაა.ლომის ნიშანში მზის დაბნელებამ შეიძლება გააძლიეროს:  დრამატიზმი;  სიამაყე;  საკუთარი თავის დამტკიცების სურვილი;  იმპულსური მოქმედებები.ამიტომ სასურველია თავი შეიკავოთ:  ბედისწერის განმსაზღვრელი სპონტანური გადაწყვეტილებებისგან;  ახალი ბიზნესის ან მნიშვნელოვანი საჯარო პროექტის დაწყებისგან;  აუცილებლობის გარეშე მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერისგან;  ფინანსური რისკებისა და ავანტიურებისგან;  ურთიერთობების ძალისმიერი გარკვევისგან;  მხოლოდ სტატუსისთვის ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან;  გეგმური ოპერაციების ჩატარებისგან (თუ ამის გადაუდებელი სამედიცინო აუცილებლობა არ არსებობს);  მზეზე დაკვირვებისგან სპეციალური დამცავი სათვალის გარეშე.  ვის მოუტანს აგვისტო ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდებს?2026 წლის აგვისტო ყველა ზოდიაქოსთვის ერთნაირი არ იქნება.ყველაზე ძლიერად ამ პერიოდის ენერგიას იგრძნობენ: კირჩხიბი,  ლომი, მერწყული და თევზები“ – წერს იოსელიანი.