უკრაინული მედია – რუსებმა კიევს დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა კიევს დაარტყეს, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ღამით უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა და კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა „ისკანდერ-მ“-ის ტიპის რაკეტები ან S-300/S-400 ტიპის რაკეტები გამოიყენეს.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსების იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.