მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 18:27
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: 9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს – არავითარ შემთხვევაში აგენტურა არ უნდა მართავდეს ჩვენს ქვეყანას

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 16:31 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ასეთი არაჯანსაღი ადამიანი გარედან დაგვისვეს საქართველოს პრეზიდენტად, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ არავითარ შემთხვევაში აგენტურა არ უნდა მართავდეს ქვეყანას.

„ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი მდგომარეობა. დღითიდღე კიდევ უფრო მეტად ავლენს ეს ადამიანი იმას, რომ თავის დროზე, 9 წლის განმავლობაში არაჯანსაღ ადამიანს ებარა ამ ქვეყნის სადავეები. მინდა ყველას შევახსენო, რომ ასეთი არაჯანსაღი ადამიანი ჩვენ გარედან დაგვისვეს საქართველოს პრეზიდენტად, ხელისუფლების ლიდერად, რაზეც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს დასკვნები. საზოგადოებას ისედაც არ უჭირს დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ არავითარ შემთხვევაში აგენტურა არ უნდა მართავდეს ჩვენს ქვეყანას. 9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს“, – განაცხადა პრემიერმა.