მთავარი კონტენტი
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 | 02:02
სწრაფი სიახლე
კულტურა

“3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?!” – ონისე ცხადაძე

Ambebi.ge 6 აგვისტო, 2026 · 15:08 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 11

მსჯავრდებული იუმორისტი ონისე ცხადაძე წერილს ავრცელებს, სადაც საპატიმროში არსებულ ვითარებაზე წერს. როგორც ონისე ცხადაძის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, საკანში, სადაც ის პაატა მანჯგალაძესთან და ზვიად ცეცხლაძესთან ერთად იმყოფება, რამდენიმე დღის წინ მათთან დამატებით სამი პატიმარი ისე შეასახლეს, რომ მათთვის არ უკითხავთ.


  • “ზოგადად, არ მიყვარს ასეთი თემების გახმაურება, მირჩევნია ჩემით მოვაგვარო, მაგრამ რადგან სპეციალურად აკეთებენ და არ მინდა რაიმე პროვოკაციას წამოვეგო, მიწევს ამის გაკეთება.

მეც, პაატასაც და ზვიადსაც განაჩენების შემდეგ მოგვივიდა “მომეტებული რისკი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ გვამყოფებენ ღია ტიპის დაწესებულებაში რადგან არ შეიძლება შენი ისეთ პატიმრებთან განთავსება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ისეთ კრიტერიუმებს, რომ შენთან რამე კონფლიქტური ინციდენტი არ მოუვიდეთ. ღია დაწესებულებაში კი არა, აქაც კი არ გადმოგვიყვანეს აქციაზე დაკავებული პირი თხოვნის შემდეგ, თქვენ წყნარი საკანი ხართ და არ გვინდა რამე მოხდესო.

ეგ კი არა, პაატა ზიარებაზეც არ დაჰყავთ, რადგან სხვა პატიმრებთან ერთად ყოფნა არ შეუძლია. ამ ყველაფრის ფონზე, სამი დღის წინ ნახევარი საათის ინტერვალში შემოიყვანეს სამი პატიმარი, რიგ-რიგობით, ისე რომ ჩვენთვის არ უკითხავთ, რაც ასევე არ ხდება. ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! არაფრით არ შეიძლება ეს ჩვენთან, მით უმეტეს, არც პაატა მანჯგალაძესთან.

გუშინ საღამოს შემდეგ ვთხოვ რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ…ცხოვრების სხვადასხვა სტილის გამო, ერთ პატარა სივრცეში, 6 კაცის თანაცხოვრება უეჭველად გამოიწვევს კონფლიქტს. წიგნის წაკითხვა, სიგარეტის მოწევა, ძილი, ტელევიზორის ყურება და ა.შ“,- წერს ონისე ცხადაძე.