მთავარი კონტენტი
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 | 01:02
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

“ინფორმატორები”, რომლებიც ამ ღალატის შემცველ ბრალდებებს ავრცელებენ, იძებნებიან – ტრამპის განცხადებით, შტატებს “საბრძოლო მასალების” უზარმაზარი მარაგი აქვს

Prime Time 6 აგვისტო, 2026 · 21:35 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკელ სამხედროებს ირანთან ომის ფონზე საბრძოლო მასალის დეფიციტი აქვთ.

ტრამპის განცხადებით, აშშ-ს საბრძოლო მასალების დიდი მარაგი აქვს. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტი იმუქრება, რომ მსგავსი ინფორმაციის გამავრცელებელ წყაროებს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ. “შეერთებულ შტატებს “საბრძოლო მასალების” უზარმაზარი მარაგი აქვს, განსაკუთრებით გარკვეული ტიპების. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა იწარმოება და საჭიროებისამებრ იგზავნება შეერთებულ შტატებში. თავდაცვის კომპანიები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტ ქარხანასა და საწარმოებს აშენებენ.

“ინფორმატორები”, რომლებიც ამ ღალატის შემცველ ბრალდებებს ავრცელებენ, იძებნებიან. მათ ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ”, – წერს დონალდ ტრამპი.