„ენგურთან დაკავშირებით მინდა ვთქვა…“ – გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმს“ ახალ წინასწარმეტყველებაზე ესაუბრება:
„ენგურთან დაკავშირებით აგორებულ საკითხებზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მშვიდად იყავით. ასე უბრალოდ არაფერი დაინგრევა, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ციხეში მყოფი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება მართლაც გარდაიცვლება.
საქართველოში ისეთი მასშტაბური ტყის ხანძარი იქნება, როგორიც აქამდე არ ყოფილა, სავარაუდოდ, უფრო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.
მოხდება ტრაგედია, რომელზეც მთელი საქართველო ისაუბრებს, დავკარგავთ ახალგაზრდას, ასევე ცნობილ მომღერალს“,- ამბობს გოგა მანია „პრაიმტაიმთან“.