მთავარი კონტენტი
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 | 01:45
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

დააკავეს „კანონიერი ქურდი“, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ

Prime Time 6 აგვისტო, 2026 · 23:46 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს 54 წლის „კანონიერი ქურდი“ იუსიფ ალიევი, რომელიც „კრიმინალურ წრეებში“ ცნობილია მეტსახელებით: იუსუფი, „იუშკა“, შამხორისკი.

„კანონიერი ქურდი“ 18 წლის განმავლობაში იძებნებოდა.

გამოძიების მონაცემებით, ის 2009 წელს უკვე ერთხელ დააკავეს მოსკოვში, თუმცა მაშინ მალევე გაათავისუფლეს.

იუსიფ ალიევს ბრალად ედება მკვლელობა, ასევე „კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი სტატუსის“ დაკავება.