მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 14:29
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, მას ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. კონფლიქტის იქით მცხოვრებ ადამიანებს ჩვენ გულწრფელად ვუწვდით ხელს – მიხეილ ყაველაშვილი

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 11:57 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, მას ჰყავს თავისუფალი, ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

პრეზიდენტის თქმით, საქართვველოს ხელისუფლებას აქვს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მშვიდობიანი გზით ოსი და აფხაზი და-ძმების შემორიგებას და ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანად ცხოვრებას.

„ეს არის ჩვენი მიზანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს აქვს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხელისუფლებას. კონფლიქტის იქით მცხოვრებ ადამიანებს, ჩვენ გულწრფელად ვუწვდით ხელს და გვჯერა, რომ მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირად ფიქრობენ. არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. ამ აზრის შეგუება გამორიცხულია. ყველამ მსოფლიოში უნდა გაიაზროს, რომ საქართველოს არც ერთი მოქალაქე, არასდროს, არც ერთ ეტაპზე არ დაუშვებს იმას, რომ ეს ტერიტორიები იყოს საქართველოს გარეშე. ეს არის აქსიომა, ამას ვერავინ უარყოფს. დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებლად შედგება ეს პროცესი, საქართველო გაერთიანდება და ყველა ადამიანი იქნება ღირსეულად წარმოჩენილი ჩვენს სახელმწიფოში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.