მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 22:14
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სოფელ პატარძეულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 19:32 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა და სუხაშვილების შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ოჯახის წევრებმა, რომელთა შორის ორი არასრულწლოვანია, სახლიდან გასვლა მოასწრეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და თავად სახლი, საცხოვრებლად აღარ გამოდგება.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.ხანძრის გამომწვევ მიზეზს შესაბამისი უწყება დაადგენს.სუხაშვილების ოჯახი დროებით საცხოვრებელ ფართს ეძებს, სადაც სახლის აღდგენამდე ცხოვრებას შეძლებს.