მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 23:51
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 21:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას დაემუქრა, რომ სახლს გადაწვავდა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი” ავრცელებს. მედიის ცნობით, მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლს ედავებიან, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას.