საიდუმლო, რომელსაც ჰენრი VIII სუნამოებით ნიღბავდა – რა ჭირდა სინამდვილეში ინგლისის მონარქს

ინგლისის მეფე ჰენრი VIII პორტრეტებზე გამოსახულია, როგორც თავდაჯერებული და ძალაუფლების მოყვარე მონარქი, რომელიც ტიუდორების ეპოქის ძლიერებას განასახიერებდა. თუმცა, მისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში მდიდრული სამოსი საშინელ დაავადებას ფარავდა, წერს hamuesgyemant.hu. მეფე ფეხებზე არსებული ღია წყლულებით იტანჯებოდა და მის ირგვლივ ლპობადი სხეულის სუნი ვრცელდებოდა, რომლის დაფარვასაც მისი კარისკაცები მძაფრი სუნამოებით ცდილობდნენ.
1536 წლის იანვარში, ორმოცდათოთხმეტი წლის ჰენრი რაინდული ტურნირის დროს ცხენიდან ჩამოვარდა, რა დროსაც ცხენი მას ზედ დაეცა. მან გონება დაკარგა და ორი საათის განმავლობაში უგონოდ იწვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მაინც მოვიდა გონს, ამ უბედური შემთხვევის შედეგები მას სიცოცხლის ბოლომდე სდევდა.
მის ფეხზე წყლულები და შეშუპება მანამდეც იყო, თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ წყლულები სიცოცხლის ბოლომდე აღარ შეხორცებია, გამოსდიოდა სითხე და ავრცელებდა მძაფრ სუნს, ხოლო მის კარისკაცებს სუნამოებით ყოველდღიურად უწევდათ ამ დაავადების კვალთან ბრძოლა.