რუსულმა ძალებმა სუმს და ოდესას დაარტყეს – დაშავდა 28 ადამიანი

რუსულმა ძალებმა წუხელ, სუმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მართვადი ბომბებით დაარტყეს, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხუთი დარტყმა დაფიქსირდა.
ამასთან, რუსებმა წუხელ ოდესის ოლქსაც დაარტყეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.