მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 16:37
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ქმრის სასტიკი მკვლელობა: თურქეთში საქართველოს მოქალაქეს განაჩენი გამოუტანეს – რა თქვა ქალმა პროცესზე

Ambebi.ge 10 აგვისტო, 2026 · 14:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

თურქეთში, ერზურუმის პროვინციაში მომხდარ ხმაურიან მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დასვა საქმეში, რომელშიც ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ქალია. მას ქმრის მკვლელობაში ედება ბრალი.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

საშინელი შემთხვევა აზიზიეს რაიონში, სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ქოხში მოხდა. პოლიციაში ზარი ფახრულა ოზდემირმა განახორციელა – მან განაცხადა, რომ საველე ქოხში თავისი ნაცნობი, აიჰან ავჯი, სისხლისგან დაცლილი იპოვა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა და მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მამაკაცი თავისა და კისრის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით უკვე გარდაცვლილიყო.

საქმის გამოძიების შედეგად პოლიციამ ორი პირველივე ეჭვმიტანილი – შეტყობინების ავტორი ფახრულა ოზდემირი და გარდაცვლილის საყვარელი ქალი, რომელთანაც ერთი წლის მანძილზე თანაცხოვრებაში იმყოფებოდა, საქართველოს მოქალაქე პადინა ავჯი დააკავა. ორივეს ბრალი განზრახ მკვლელობაში წაუყენეს.

ბრალდებულების ვერსიები და სასტიკი დეტალები

სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებები მისცეს, თუმცა მკვლელობის იარაღები და სასტიკი დეტალები მაინც გამოიკვეთა:

ქართველი ქალის (პადინა ავჯის) ვერსია: მან განაცხადა, რომ ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა და 1500 ლირის სანაცვლოდ სხვა მამაკაცებთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა.

მეორე ბრალდებულის (ფახრულა ოზდემირის) ვერსია: მან თქვა, რომ მოკლული მას დანით დაესხა თავს. ამის შემდეგ მან აიჰანს თავში ტრაქტორისა და მისაბმელის შემაერთებელი მძიმე რკინის დეტალი ჩაარტყა, ხოლო ქართველმა ცოლმა ქმარს ნიჩაბი ჩაარტყა.

სასამართლოს განაჩენი და სასჯელის შემცირება

ერზურუმის 3-ე მძიმე დანაშაულთა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე პადინა ავჯის დამამძიმებელ გარემოებებში ქმრის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ფახრულა ოზდემირს კი უვადო პატიმრობა განზრახ მკვლელობისთვის. თუმცა, სასამართლომ გაითვალისწინა “მართლსაწინააღმდეგო პროვოკაციის” (პროვოცირების) ფაქტორი – კერძოდ, ქალის განცხადება იძულებით პროსტიტუციაზე და კაცის განცხადება თავდასხმაზე. შედეგად, ორივეს სასჯელი შეუმცირდა:

ქართველ ქალს სასჯელი 17 წლამდე შეუმცირდა; მეორე ბრალდებულს კი – 15 წლამდე.

დაცვის მხარემ განაჩენი სააპელაციო და შემდეგ უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება სცადა. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გამოძიება არასრულყოფილად ჩატარდა, არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები და ითხოვდნენ გამართლებას ან თავდაცვის მუხლის გამოყენებას.

თუმცა, უზენაესი სასამართლოს პირველმა სისხლის სამართლის პალატამ მსჯავრდადებულთა საჩივარი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებმა დანაშაული წინასწარი შეთანხმებითა და ერთობლივი მოქმედებით ჩაიდინეს, ხოლო ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სასჯელის ოდენობა სრულად შეესაბამებოდა კანონს.

უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო პადინა ავჯის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა საბოლოოდ უარყო.