“სოფელში სტუმრად იყო ჩასული…“ – რა ხდება ცნობილი ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც კასპში, მდინარე ქსანში დაიხრჩო

კასპში, მდინარე ქსანში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის მდინარეში საბანაოდ შევიდა, თუმცა უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
შემთხვევა გუშინ, 11 ივლისს მოხდა.
შსს-ის განცხადებით, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-
ცნობილი ხდება დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა, ის გუგა გურგენიშვილია.
როგორც ART Georgia წერს, შემთხვევა სოფელ ლამისყანის სიახლოვეს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 20 წლამდე ბიჭი სოფელში სტუმრად იყო ჩასული.