მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 19:41
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

Reuters – სამხრეთ აფრიკის მიტოვებულ შახტაში 14 არალეგალი მაღაროელი დაიღუპა

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 16:29 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, მიტოვებულ მაღაროში მომხდარი ინციდენტის შედეგად 14 არალეგალი მაღაროელი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ რუსტენბურგის მახლობლად მდებარე მაღაროში მოხდა. სამართალდამცავებს დამატებითი დეტალები ჯერ არ გაუვრცელებიათ.

Reuters-ი წერს, რომ უკანონო სამთო საქმიანობა სამხრეთ აფრიკაში ათწლეულებია პრობლემას წარმოადგენს და მოიცავს როგორც წვრილმან ქურდობას, ისე ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელების საქმიანობას. გამოცემის ინფორმაციით, როგორც წესი, არალეგალი მაღაროელები შედიან სამთო კომპანიების მიერ მიტოვებულ მაღაროებში და ცდილობენ იქ დარჩენილი რესურსების მოპოვებას. ზოგიერთ მათგანს ძალადობრივი დანაშაულებრივი დაჯგუფებები აკონტროლებს.