ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადა დაინერგება – რას გულისხმობს ცვლილება

საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადა დაინერგება – ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.
- შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გეგმა მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. მათი შეფასებით, სტრატეგია გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგმა 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს.
მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი ვადის დანერგვა იგეგმება.
როგორც საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტშია აღნიშნული, ამ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ახალბედა მძღოლებისთვის უფრო მკაცრი რეაგირების მექანიზმები იმოქმედებს, რაც მათი ქცევის კორექტირებას შეუწყობს ხელს…განაგრძეთ კითხვა