მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ყველგან გვქონდა დავა რუსეთის სახელმწიფოსთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ყველა დავაში ჩვენ ვამხილეთ რუსეთი, რომ ის არის განმხორციელებელი ოკუპაციის, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე და ეს არის აღიარებული ფაქტი

ჩვენ, ყველგან გვქონდა დავა რუსეთის სახელმწიფოსთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ყველა დავაშვი ჩვენ ვამხილეთ რუსეთი, რომ ის არის განმხორცილებელი ოკუპაციის, ჩვენი ტერიტორიების, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე და ეს არის აღიარებული ფაქტი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთაშორისო სამართლის ნორმებით ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთი ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი ორი ტერიტორია, მათ ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული.
„ამათ [ოპოზიციას] საკითხის ასე დაყენება უნდათ, რომ თითქოს ჩვენ რუსეთის ინტერესებს ვიცავთ და რუსი ხალხის ინტერესებზე ვსაუბრობთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა.
აგვისტოს დღეებში, ამ ბიჭებმა, რომლებმაც გმირობა ჩაიდინეს, მაშინ გვყავდა ხელისუფლება, რომელსაც პასუხისმგებლობა გააჩნდა საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი ხალხის წინაშე. ამ საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათ ჩაიდინეს უგუნური ქმედება, ჩაიდინეს დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. ეს საკითხები რომ არ დაისვას და ხალხმა რომ სიმართლე არ გაიგოს, ამიტომ შემოაქვთ ეს თემა – რუსეთმა დაიწყო ომი თუ საქართველომ. ეს არის უბედურება, რომ არ უნდათ ქართველმა ხალხმა სრული სიმართლე იცოდეს, თუ რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.