მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 16:54
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ვიდრე ოპოზიციაში იარსებებს ძალა, რომელიც ზიზღის და სიძულვილის კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს, „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის იქნება განწირული

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 13:07 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

გამარჯვება ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი გარემო, არ იყოს ზიზღი და სიძულვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე არ გაიწმინდება ოპოზიციური ფლანგი, მანამდე გაჭირდება დიდი ნაბიჯებით განვითარება.

„დაახლოებით 8-9 არჩევნები გამოვიარე , ამ 8-9 არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ განწირული ვართ ამ გამარჯვებსითვის. ვიდრე ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებული და ეს ძალა, რომელიც ზიზღის, სიძულვილის კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს, ჩვენ ვართ განწირული გამარჯვებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვება ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი გარემო, არ იყოს ზიზღი და სიძულვილი. თუმცა, ვიდრე ეს ძალები იქნებიან მთავარი ოპოზიციური ძალა, მანამდე „ქართული ოცნება“ და მმართველი ძალა განწირული იქნება გამარჯვებისთვის. ეს არის გარდაუვალი რეალობა, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ვიდრე არ გაიწმინდება ოპოზიციური ფლანგი, მანამდე გაჭირდება დიდი ნაბიჯებით განვითარება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდნტმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საერთაშორისო ინსტიტუებში დამტკიცდა რუსეთის სამხედრო დანაშაული საქართველოს მიმართ.

„ვინ დაიწყო ომი, რატომ სვამენ ამ კითხვას. სამი დღის წინ ახსნა-განმარტება გავაკეთეთ მეც, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, დეტალებით, ფაქტებით აღვნიშნეთ, რომ ყველა ინსტანციაში, საერთაშორისო ინსტიტუტებში, ჰააგაში, სტრასბურგში ჩვენ გვქონდა დავა რუსეთთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ჩვენ ვამხილეთ, რომ რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის განმახორცილებელი, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე, ეს არის აღიარებული ფაქტი, მოცემულობა, რეალობა,. საერთაშორისო სამართლის ნორმებით ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი ორი ტერიტორია და მათ ჩაიდინეს დანაშაული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.