მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 16:56
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სირიის ყოფილ პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს სიკვდილით დასჯა მიესაჯა

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 13:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

სირიის ყოფილ პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადსა და მის უმცროს ძმას, მაჰერს სიკვდილით დასჯა შეუფარდეს. ქვეყნიდან 2014 წელს გაქცეული ექსპრეზიდენტი დაუსწრებლად გაასამართლეს და 14-წლიანი კონფლიქტის განმავლობაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისა და ასევე ომის დანაშაულებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს.

გაასამართლეს ასევე მისი ბიძაშვილი ატეფ ნაჯიბიც, სირიის არმიის ყოფილი გენერალი, რომელიც დარაას პროვინციაში ამბოხის დროს, დარბევებს ხელმძღვანელობდა, რასაც საბოლოო ჯამში სამოქალაქო ომი მოჰყვა. ის სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა.

სირიის კონფლიქტს ნახევარ მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. ასობით ათასი კი ლტოლვილად იქცა.