მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 16:56
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი სახელმწიფო და მხარე, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არის რუსეთის ფედერაცია, ეს იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 13:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ერთადერთი სახელმწიფო და ერთადერთი მხარე, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არის ბუნებრივია, რუსეთის ფედერაცია, ეს არის ძალიან მშრალი ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„რაც შეეხება ოკუპაციას, აბსოლუტურად ცხადია ყველაფერი. ამაზე უამრავი განცხადება კეთდება და ამას ჩაკითხვა აღარ სჭირდება. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ცხადზე ცხადი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს იყო ოკუპაცია და შემდეგ იყო ე.წ აღიარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.