მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 16:54
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, 16 ახალი ვირუსი შექმნეს

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 13:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალი ვირუსების გენომები შექმნეს, რომლებიც ბუნებაში ცნობილ ვირუსებს არ ჰგავს და კონკრეტული ტიპის ბაქტერიების დასაინფიცირებლად არის შექმნილი.

მკვლევრების შეფასებით, ექსპერიმენტი შესაძლოა სამომავლოდ მედიცინისა და ბიოტექნოლოგიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, თუმცა ამავე დროს ტექნოლოგიის შესაძლო ბოროტად გამოყენების რისკებსაც აჩენს.
 
შექმნილი ვირუსები ბაქტერიოფაგებია – ვირუსები, რომლებიც ბაქტერიებს აინფიცირებენ და ადამიანებზე გავლენას ვერ ახდენენ.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტექნოლოგია შესაძლოა მომავალში მეცნიერებს ახალი ბიოლოგიური სისტემების შესწავლასა და სამედიცინო მიმართულებების განვითარებაში დაეხმაროს.