საუდის არაბეთის კუთვნილ გემს წითელ ზღვაში რაკეტით დაარტყეს, დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი

საუდის არაბეთის საკუთრებაში არსებულ კომერციულ გემს, წითელ ზღვაში, ბაბ ელ-მანდების სრუტეში ტრანზიტის დროს, სავარაუდოდ, რაკეტამ დაარტყა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„პირველადი ინფორმაციით, ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა – ორი პაკისტანელი და ერთი ინდონეზიელი“, – განაცხადა საზღვაო დაზვერვის ჯგუფმა „მარისკსმა“.
„ჰუსიტებმა“ გასულ თვეში განაცხადეს, რომ მიზანში ამოიღებდნენ საუდის არაბეთის ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტეში გავლას შეეცდებოდა.
„თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს უკანასკნელი თავდასხმა წარმოადგენს საუდის არაბეთის გემებისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილ საფრთხეს“, – განაცხადა „მარისკსმა“.