მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 19:42
სწრაფი სიახლე
კულტურა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 16:47 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2027 წლის 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში წარადგენენ.

„ჯილდოზე წარსადგენი ფილმის შესარჩევად ეროვნულმა კინოცენტრმა კონკურსი გამოაცხადა, რომელზეც საკონკურსო განაცხადებს 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს 17:00 საათამდე მიიღებს.

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარსადგენი ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს, მათ შორის: ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 40 წუთს; უნდა იყოს წარმოებული საქართველოში; ფილმის დიალოგების 50% უნდა იყოს არა ინგლისურ ენაზე; ფილმი კომერციულ კინოთეატრში საჯაროდ ზედიზედ მინიმუმ 7 დღის განმავლობაში უნდა იყოს ნაჩვენები; შემოქმედებითი ჯგუფის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები; ქვეყნის მიერ ნომინაციაზე წარსადგენი ფილმის დასრულების თარიღები უნდა მოიცავდეს 2025 წლის 1-ელი ოქტომბრისა და 2026 წლის 30 სექტემბრის შუალედს.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს კინოცენტრის ოფიციალურ ფოსტაზე info@gnfc.ge. წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია კონკურსის თაობაზე იხილეთ ბმულზე.

წარსადგენ კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. შედეგები 2026 წლის 14 სექტემბრამდე გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.