მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 23:19
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

CNN: პაკისტანის განცხადებით, აშშ და ირანი „გარკვეული სახის შეთანხმებასთან ახლოს არიან“

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 20:41 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

პაკისტანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ირანი “გარკვეული სახის” შეთანხმებასთან ახლოს არიან, ხოლო თანამედიატორმა კატარმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის მართვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები პრიორიტეტულია, მიუხედავად რეგიონულ წყლებში გემებზე განხორციელებული ახალი თავდასხმების შესახებ გავრცელებული ცნობებისა, – ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს კომენტარები იძლევა იმედს, რომ ირანსა და აშშ-ს შეუძლიათ გამოვიდნენ ჩიხიდან, რომელმაც ფაქტობრივად დაბლოკა მნიშვნელოვანი გზა, რომელზეც ომამდე გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედი გადიოდა, გარიგების პერსპექტივა ორშაბათს, მხარეთა ბოლო განცხადებებისა და მოთხოვნების შემდეგ, ნაკლებად რეალისტურად ჩანდა.

Bloomberg News-თან ინტერვიუში პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ “საქმეები კვლავ მშვიდობიანად ან შეთანხმების სასარგებლოდ მიდის”.

“ბოლო ორი-სამი დღის გზავნილები იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ რაღაც სახის შეთანხმებასთან ახლოს ვართ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სამშაბათს თეირანში პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრს, მოჰსინ ნაკვის შეხვდა, წერს არაღჩი Telegram-არხზე, დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ომანსა და ირანს შორის ჰორმუზის სრუტის მართვის შესახებ ცალკეული დისკუსიები პრიორიტეტულია.