ინდონეზიაში ბორანზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა » kvira.ge

ინდონეზიაში, ბალისა და ლომბოკის დამაკავშირებელ მარშრუტზე მოძრავ ბორანზე ხანძარი გაჩნდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტი 12 აგვისტოს, გამთენიისას, ლომბოკის სრუტეში მოხდა.
ბორანი KM Putri Yasmin ბალის პადანგბაის პორტიდან ლომბოკის დასავლეთ ნუსა-ტენგარას პროვინციის ლემბარის პორტისკენ მიემართებოდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 172 ადამიანის გადარჩენა კი მოხერხდა.
პსამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 200-ზე მეტი ადამიანი და რამდენიმე ხომალდია ჩართული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხელისუფლება ასევე არკვევს, რამდენად შეიძლებოდა ბორანზე ადამიანების რაოდენობის შესაძლო გადაჭარბებას ინციდენტზე გავლენა მოეხდინა.
კომენტარები
კომენტარი