მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 18:13
სწრაფი სიახლე
სპორტი

სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა

SportMedia 12 აგვისტო, 2026 · 10:13 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

“ლივერპულის” ყოფილმა თავკაცმა არნე სლოტმა Goal-თან საუბარში განმარტა, რატომ თქვა უარი ნიდერლანდების ნაკრების ჩაბარებაზე. 

 

როგორც მან აღნიშნა, საქმე არა კონტრაქტის და ხელფასის შეუთანხმებლობაში, არამედ სულ სხვა რამეშია. მწვრთნელს საკლუბო ფეხბურთში მუშაობა და ფეხბურთელებთან ყოველდღიური ურთიერთბა უნდა, რაც სანაკრებო ფეხბურთში არ არის. 

 

შეხსენებისთვის, “ლივერპულმა” სლოტი 2-წლიანი მუშაობის შემდეგ ამ ზაფხულს გაათავისუფლა. მისი ხელმძღვანელობით “მერსისაიდელებმა” პირველ სეზონში პრემიერ ლიგა მოიგეს. 

წყარო: Sportall.ge