მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 18:04
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქსენოფობია ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენაა, ყველაფერი ხელოვნური კოორდინაციის შედეგია, იმართება ქვეყნის გარედან, ე.წ. დიფ სთეითის საერთო ქოლგის ქვეშ

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 15:15 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციას, არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ამის წინაპირობა არის დეოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ხელისუფლების მკაფიო პოლიტიკური ხაზი და გზავნილი.

პრემიერის შეფასებით, ქსენოფობია ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენაა და არარსებული პირების საუბარი, თითქოს საქართველოში რუს ტურისტებს შეურაცხყოფენ, ხელოვნურია.

„რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მტრებმა ვერ მიაღწიონ მიზანს? – აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაფრთხილებაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით. საზოგადოება უნდა იყოს სათანადოდ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა სურს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეს და რატომ არის გაჩაღებული რუსოფობიური კამპანია საქართველოში, რაც აბსოლუტურად ხელოვნურია. რუსოფობია და, ზოგადად, ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა. შესაბამისად, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ხელოვნურია და არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი. ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან, ე.წ. დიფ სთეითის საერთო ქოლგის ქვეშ. ვიდეოები ვრცელდება, სადაც არარსებული პირები საუბრობენ არარსებულ ფაქტებზე, როგორ შეურაცხყოფენ რუს ტურისტებს საქართველოში, რაც არის მარტივი ტყუილი, თუმცა ვხედავდით კოორდინაციას, ქვეყნის გარედან იყო კოორდინირებული ეს ყველაფერი და მხარდაჭერილი იყო ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.