მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 18:13
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოცხადდა

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 15:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.

პროექტი მოიცავს ფარავნის ტბის სანაპიროზე არსებული ღია სანათლავისა და მასთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, მდინარე ფარავნის სათავე ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ხიდის რეკონსტრუქციას, სანიტარული კვანძების განახლებას, ასევე მონასტრის ტერიტორიაზე საავტომობილო გზისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა-რეაბილიტაციას.