მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 21:07
სწრაფი სიახლე
სპორტი

შეთანხმება მიღწეულია – ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება

SportMedia 12 აგვისტო, 2026 · 12:28 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ჟურნალისტ სანტი აუნას ინფორმაციით, პსჟ-იმ “ბარსელონას” 26 წლის ესპანელი ფორვარდის ფერან ტორესის ტრანსფერი შეათანხმა. პარიზელები კატალონიელებს ბონუსების ჩათვლით 55 მილიონ ევროს გადაუხდიან. 

 

საბოლოო ფორმალობების მოგვარების შემდეგ, ფეხბურთელი საფრანგეთის დედაქალაქში ჩაფრინდება და პსჟ-ის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. 

 

ტორესი “ბარსელონას” ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა. მან ლა ლიგის გასულ სეზონში 33 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა. 

წყარო: Sportall.ge