„მიყვარხარ მამა…“ – ლეო მესის ემოციური წერილი გარდაცვლილ მამას

არგენტინის ნაკრების კაპიტნის, ლიონელ მესის მამა – 68 წლის ასაკში, ხორხე მესი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ქალაქ როსარიოს კლინიკაში გარდაიცვალა.
ხორხე მესიმ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თავისი ვაჟის პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. ის შვილს კარიერის საწყის ეტაპებზე მუდმივად თან ახლდა – „ნიუელს ოლდ ბოიზის“ აკადემიაში პირველი ნაბიჯებიდან ესპანეთში გადასვლასა და „ბარსელონაში“ ჩარიცხვამდე.
მრავალი წლის განმავლობაში ხორხე მესი მოედნის მიღმა ვაჟის მთავარ მრჩეველად და წარმომადგენლად რჩებოდა. ის იშვიათად ჩნდებოდა საჯარო სივრცეში და ჩრდილში დარჩენას ამჯობინებდა, თუმცა კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე ყოველთვის შვილის გვერდით იყო.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ალჟირის ნაკრების კარში პირველი გოლის გატანის შემდეგ მესიმ იტირა. 39 წლის ფეხბურთელმა თავისი ემოციური რეაქცია პირადი გარემოებებით ახსნა.
„ამას ფეხბურთთან საერთოდ არ აქვს კავშირი. რამდენიმე მძიმე დღე გამოვიარე“, – თქვა ლიონელმა. მედიის ცნობით, მესის ცრემლების მიზეზი მამის ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ლეო მესის ემოციური წერილი, რომელიც მამას მიუძღვნა.