მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 23:20
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 20:38 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა.

მთავრობის მეთაური ახლად დანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში  შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ლევან ზაუტაშვილს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ლევან ზაუტაშვილი დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.