„6 პიროვნებიდან 5-ის მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა“ – თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენის საქმეები განიხილა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ექვსი საქმე განიხილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზვიად ბითაძეს სოციალურ ქსელში კახა კალაძის შეურაცხყოფისთვის 2500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 2 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ ალექსანდრე ჭალიძეს, ვატო გელაშვილის და ალექსი ქვრივიშვილს შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფისთვის.
რუსუდან შარაძის მისამართით სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 1 500 ლარით დაჯარიმდა ელისო ბრეგვაძე. 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა პირს, რომელმაც შეურაცხყოფა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებს მიაყენა.
„12 აგვისტოს, ჯამში ჩატარდა 6 სამართალდარღვევის საქმე. ერთი სამართალდარღვევის საქმე გადაიდო. 6 პიროვნებიდან 5-ის მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო ერთი გათავისუფლდა ადმინისტრაციული სახდელისაგან და მიეცა სიტყვიერი შენიშვნა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა ანდრო გურულმა.