მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 00:51
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

დაღუპულია 4 ადამიანი – გომის მთაზე მომხდარი მძიმე ავარიის ახალი დეტალები

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 22:44 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

გომის მთის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. სამგზავრო მიკროავტობუსი რომელიც გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, გზიდან გადავარდა. შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.