მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 02:47
სწრაფი სიახლე
სპორტი

სამედიცინო შემოწმება გავლილია – წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

SportMedia 12 აგვისტო, 2026 · 20:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

“მეცის” ყოფილი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგის კლუბ “რაიო ვალეკანოში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

 

წყაროს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

 

წიტაიშვილი “რაიო ვალეკანოსთან” ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

 

გიორგიმ გასული სეზონი იჯარის წესით ლიგა 1-ში, კერძოდ კი “მეცში” გაატარა, სადაც 33 მატჩში 3 გოლის გატანა და 2 შედეგიანი პასის შესრულება მოახერხა. წიტაიშვილს კიევის “დინამოსთან” ხელშეკრულება ამოეწურა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

წყარო: Sportall.ge