შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის გარდაცვალების დღეს აღნიშნავენ

შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის გარდაცვალების დღეს აღნიშნავენ.
ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
“დღეს, შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამადის გარდაცვალების დღეს აღნიშნავენ. წინასწარმეტყველი მუჰამადი გარდაიცვალა 632 წელს ქალაქ მედინაში. მისი გარდაცვალების დროისთვის მთელი არაბეთის ნახევარკუნძული მოქცეული იყო ისლამის სარწმუნოების ქვეშ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.