მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 19:04
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

მდინარე დუნაის წყლის დონის ვარდნის გამო, რუმინეთმა „ჩერნავოდას“ ატომური ელექტროსადგურის გათიშვის პროცესი დაიწყო

IPN.ge 13 აგვისტო, 2026 · 16:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

მდინარე დუნაის წყლის დონის ვარდნის გამო, რუმინეთმა „ჩერნავოდას“ ატომური ელექტროსადგურის გათიშვის პროცესი დაიწყო, – ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.

რუმინეთის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის Nuclearelectrica-ს განცხადებით, დილიდან „ჩერნავოდას“ ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი მომუშავე რეაქტორის გათიშვის პროცესი დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც, ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.

კომპანიაში აღნიშნეს, რომ მდინარე დუნაიში წლის დონის ვარდნის გამო, ატომური ელექტროსადგურის მუშაობის უსაფრთხოდ გაგრძელება შეუძლებელია.

ცნობისთვის, ძლიერი სიცხის ფონზე დუნაიში წლის დონის ვარდნის გამო, კომპანიამ „ჩერნავოდას“ ერთი რეაქტორი გასულ თვეში გათიშა.