თორნიკე ჭეიშვილი: ზოგიერთი დღემდე თანხებს რუბლებში იღებს მოსკოვიდან, ზოგიერთი თურმე უძრავ ქონებას ასხვისებს რუსეთის მოქალაქეებზე, ახლა გაახსენდათ, რომ რუსეთთან ურთიერთობები არ არის საინტერესო და დაიწყეს ერთგვარი იერიში, რომელიც არის თითიდან გამოწოვილი იმის გათვალისწინებით, რაც მათ წარსულში ჩაუდენიათ

რაც შეეხება ახლა მიმდინარე კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები და რაც შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას, ხელოვნურად მართული პროცესია, – განუცხადა „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით.
ჭეიშვილის თქმით, როგორც ყოველთვის, ახლაც დიდი ენთუზიაზმით აგენტურული ძალები ასრულებენ მორიგ დავალებას, რომელსაც იღებენ საკუთარი კურატორებისგან.
„რაც შეეხება ახლა მიმდინარე კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები და რაც შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას, ,რა თქმა უნდა, არის ხელოვნურად მართული პროცესი. როგორც ყოველთვის, ახლაც დიდი ენთუზიაზმით აგენტურული ძალები ასრულებენ მორიგ დავალებას, რომელსაც იღებენ საკუთარი კურატორებისგან. მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი შემდეგ, იმ სერიოზული დანაკლისის და მტკივნეული შედეგების შემდეგ, რომელიც ამ ომმა მოიტანა, ჩვეულებრივად აგრძელებდნენ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, ზოგიერთი დღემდე თანხებს რუბლებში იღებს მოსკოვიდან, ზოგიერთი თურმე უძრავ ქონებას ასხვისებს რუსეთის მოქალაქეებზე და ასე შემდეგ, მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ რუსეთთან ურთიერთობები არ არის საინტერესო და დაიწყეს ერთგვარი იერიში, რომელიც არის თითიდან გამოწოვილი, იმის გათვალისწინებით, რაც მათ წარსულში ჩაუდენიათ. კონკრეტულ გლობალურ ძალებს არ აწყობთ, რომ საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური, მშვიდობა, გვქონდეს ეკონომიკური განვითარება. თავადვე აწერენ ხელს, რომ ეს არის მართული კამპანია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მან.