მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 20:33
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

იოსებ სიგუას ადვოკატი – ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ იოსებ სიგუას არ განუხორციელებელია სოფია სიგუას მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა – პირადი მოტივით განპირობებულ ყველა ბრალდებას სამართლებრივი გზით გაეცემა პასუხი

IPN.ge 13 აგვისტო, 2026 · 18:45 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

ყველა დაუსაბუთებელ, პირადი მოტივით განპირობებულ ბრალდებას სამართლებრივი გზით გაეცემა პასუხი, – ასე ეხმაურება პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას ადვოკატი თეონა გვაზავა სააპელაციო სასამართლოს მიერ იოსებ სიგუასთვის შემაკავებელი ორდერის გაუქმებას.

როგორც გვაზავა წერს, ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ იოსებ სიგუას არ განუხორციელებელია სოფია სიგუას მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

“იოსებ სიგუას მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმდა.

ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ იოსებ სიგუას არ განუხორციელებელია სოფია სიგუას მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

ყველა დაუსაბუთებელ, პირადი მოტივით განპირობებულ ბრალდებას სამართლებრივი გზით გაეცემა პასუხი“, – წერს თეონა გვაზავა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა. შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. რაც შეეხება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონულ მონიტორინგს, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ გაუქმდა.