მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 17:52
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სეტყვა, ელჭექი ქარის გაძლიერება… – სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 15:19 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).