მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 19:49
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ცნობილია, რა პერიოდში მიეწოდება საჯარო სკოლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სასკოლო სახელმძღვანელოები

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 17:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ინიცირებული 2026 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივი მიწოდება არაუგვიანეს 10 სექტემბრისა დასრულდება. ინფორმაციას „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბეჭდვისა და დისტრიბუციის პროცესი 32 დასახელების სასწავლო გამოცემასა და, ჯამში, 1 533 339 ეგზემპლარს მოიცავს. აქედან 1 340 044 ეგზემპლარი უშუალოდ საჯარო სკოლებს გადაეცემა.

ამასთან, 2026-2027 სასწავლო წელს I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

„საქართველოს საჯარო სკოლებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და გამოცემის პროცესი აქტიურ ფაზაშია. 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების განახლება I, V, VII, IX და X კლასებს მოიცავს. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ინიცირებული 2026 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივი მიწოდება არაუგვიანეს 10 სექტემბრისა დასრულდება.

ბეჭდვისა და დისტრიბუციის პროცესი 32 დასახელების სასწავლო გამოცემასა და ჯამში 1 533 339 ეგზემპლარს მოიცავს. აქედან 1 340 044 ეგზემპლარი უშუალოდ საჯარო სკოლებს გადაეცემა. სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ:

• საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს;

• კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა, ყოველი წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით, 70 001 ქულაზე ნაკლებია;

• ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, სადაც სწავლება ქართულ ენაზე ხორციელდება;

• ოკუპირებული გალის რაიონის ენგურს მოსაზღვრე 9 სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი სკოლების I კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოები II–XI კლასებისთვის გადაეცემათ;

• კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს — მხოლოდ „დედაენის“ სახელმძღვანელოები;

• კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები არიან;

• სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – მოთხოვნის შესაბამისად.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების მიწოდებას უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ეტაპობრივად განახორციელებს“, – ნათქვამია „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.