„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ფონიჭალაში, 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა. მოზარდი ადგილზევე დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია.